AML დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი #2
სრული აღწერა
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში AML დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი #2
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა/კორპორატიული სატელეფონო ლიმიტი
- სასიამოვნო სამუშაო გარემო.
•
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
- მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზღვარს ზემოთ, უჩვეულო და საეჭვო საბანკო ოპერაციების გამოვლენა
- უჩვეულო და საეჭვო გარიგებების ანალიზი.
- სფმს პორტალზე ანგარიშგებების გაგზავნა
- ბანკის სხვადასხვა სტუქტურული ერთეულებისაგან მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა
- ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და მონიტორინგი
- KYC პროცესში ჩართულობა
- კლიენტების რისკების მინიჭების კუთხით ჩართულობა
- თანამშრომლების კონსულტაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით
- მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით AML დეპარტამენტის უფროსის მიერ დელეგირებული დავალებების შესრულება
- ახალი და არსებული პროდუქტების AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაში და კრიპტო პროდუქტების რისკების ანალიზში მონაწილეობა.
- AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში, განახლებასა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაში მონაწილეობა.
სხვა დავალებების შესრულება მოთხოვნისამებრ.
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი :
- სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება AML სფეროში,
- კომერციულ ბანკში მუშაობისა და კრიპტო აქტივებთან (VASP) დაკავშირებული AML/CFT გამოცდილება ან ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება, სასურველია სამართლის, ფინანსების ან საბანკო მიმართულებით.
· მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია კომერციულ ბანკში.
· მონაცემების დამუშავების გამოცდილება
· საბანკო პროდუქტების, ოპერაციებისა და AML/CFT რეგულაციების ცოდნა.
· კომპიუტერული უნარები MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook)
უცხო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
პიროვნული უნარები :
- პროფესიონალიზმი
- მომხმარებლის გამოცდილების უნარი
- ანალიტიკური უნარი
- ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- წერითი კომუნიკაციის უნარი
- გუნდურობა
- ეთიკა
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ (ს/ნ 201955027; მის.: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2; ტელ: 995 322 242 242; : ) ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების (როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, განათლება, პროფესიული აქტივობები/მიღწევები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) დამუშავებას (მათი მიღების, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის თუ წაშლა/განადგურების ფორმით) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების (შერჩევის პროცესის დასრულების) ვადით და შემდგომ იშლება/ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადით. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი უფლებები დაცულია. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას შეწყდება თქვენი მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძლებთ კონკურსში მონწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურსს. თანხმობის გამოხმობის მიზნით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე.
ბანკის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ აქ (კონფიდენციალურობის პოლიტიკა silkbank.ge — ბმულის გახსნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"silk bank" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - AML დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

