AML/CFT დეპარტამენტის უფროსი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 25 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ბონუსები და წახალისება
სრული აღწერა
Fast Pay აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: AML/CFT დეპარტამენტის უფროსი
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობაა დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანი მართვა, გუნდის მუშაობის ორგანიზება და AML/CFT პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და გუნდის მართვა;
- AML Check-ის პროცესის ორგანიზება და ხარისხის კონტროლი;
- AML/CFT მონიტორინგის სცენარების განხილვა, ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ინიცირება;
- საჭიროების შემთხვევაში, რთული და არასტანდარტული შემთხვევების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- AML/CFT პროცესებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი გაუმჯობესების ინიცირება;
- დეპარტამენტის საქმიანობის შედეგების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება;
- დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან AML/CFT საკითხებზე თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- AML/CFT, Compliance ან ფინანსურ სექტორში შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
- AML/CFT კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების კარგი ცოდნა;
- AML მონიტორინგისა და რისკების შეფასების პროცესების ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარები;
- გუნდის მართვისა და რთული შემთხვევების ანალიზის უნარი/გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში;
- განვითარდეთ და მოახდინოთ თვითრეალიზაცია;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@fastpay.ge
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი
- საგანმანათლებლო პროგრამები
- სამართალი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
