ამგროვებელი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾ / თვე
- მისამართი
- ბათუმი, ლერმონტოვის ქ. #135
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
სრული აღწერა
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას ბათუმში ამგროვებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ბათუმი, ლერმონტოვის ქ. #135.
- გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500₾ + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით)
ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:
- ობიექტზე შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა და საწყობში შესაბამისად განთავსება;
- სარეალიზაციოდ ან დისტრიბუციისთვის გამზადებული პროდუქციის პლანშეტით აღრიცხვა და გასაგზავნად დატვირთვა;
- საწყობის მოწესრიგებული იერსახის შენარჩუნება, რაც გულისხმობს პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სხვა ვიზუალური მასალების სივრცეში სწორად განთავსებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
