ამბულატორიული განყოფილების მითერი-კოორდინატორი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის II შესახვევი, #6
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
შპს "ინოვა" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების მითერი- კოორდინატორის პოზიციაზე
შპს "ინოვა" მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალპროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.
ინფორმაცია თანამდებობაზე:
თანამდებობის დასახელება: ამბულატორიული განყოფილების მითერი-კოორდინატორი
სტრუქტურული ერთეული: ადმინისტრაციული დეპარტამენტი
სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00, ყოველი მესამე შაბათი 10:00 დან 14:00 მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის II შესახვევი,#6
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· პაციენტთან პროაქტიული კომუნიკაცია
· პაციენტის დაკვალიანება მომსახურების ეტაპებისა და მიმართულებებთან დაკავშირებით;
· პაციენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
· პაციენტის დადგენილი პროცედურების მიხედვით მომსახურება;
· მომსახურების სტანდარტისა და კორპორატიული დრეს კოდის დაცვა
· პაციენტის კმაყოფილებაზე ზრუნვა
· ყველა პაციენტის შესაბამისი რიგის ნომრით უზრუნველყოფა და რეგისტრატურაში / ექიმთან გადამისამართება;
კომპენტანციის ფარგლებში სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
· სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
· კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
· დროის მართვის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნება;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა ან დაგვიკავშირდით ნომერზე 592 10 26 04
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კატეგორია: მედიცინა/ფარმაცია / მიმღები ოპერატორი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ქართული (თავისუფლად), ინგლისური (კარგად), რუსული (კარგად)
განათლება: ბაკალავრი, სტუდენტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

