ამბულატორიის ქსელის სტრატეგიული მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სათავო ოფისი (ლოკაცია საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ)
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიის ქსელის სტრატეგიული განვითარების მენჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სათავო ოფისი (ლოკაცია საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ);
სამუშაო დრო: ორშ-პარ, კვირაში 40 სთ. (პოზიცია მოითხოვს რეგიონებში მივლინებით სიარულს გარკვეული სიხშირით).
ფუნქცია-მოვალეობები:
- თითოეული ამბულატორიის ბიზნეს–პოტენციალის შეფასება და განვითარების გეგმების მომზადება;
- ამბულატორიების ქსელში პაციენტების მოზიდვის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
**პაციენტთა რეფერირების პროცესების (ამბულატორიიდან სტაციონარში/სხვა ამბულატორიაში) ორგანიზება და გაუმჯობესება;
- ამბულატორიების ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი და ბიუჯეტის მართვაში მონაწილეობა;
- მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
- პრობლემების იდენტიფიცირება და სათავო ოფისისთვის წინადადებების მომზადება მათი გადაჭრის გზებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო სფეროში საკმარისი პროფესიული კომპეტენცია;
- ფინანსური მონაცემების ანალიზის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი რთულ და მრავალფეროვან გარემოში;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან;
- მოქნილობა და ადაპტირების უნარი ცვლილებებით სავსე გარემოში.
რას გთავაზობთ:
- კომპანიის განვითარების საინტერესო ეტაპს;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სტრატეგიულ მიმართულებებში ჩართვის შესაძლებლობას;
- ახალი ინიციატივებისა და იდეების რეალიზებისთვის საჭირო სივრცეს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 01 დეკემბერი;
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ამბულატორიის ქსელის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

