ახალგაზრდა ლიდერების სტაჟირების პროგრამა
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- თავისუფალი
- სამუშაო რეჟიმი
- ჰიბრიდული
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
გსურს მიიღო გამოცდილება, რომელიც რეალურ კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება?
„გზა შინისაკენ“ ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო პროექტებში, კვლევასა და პარტნიორული ქსელების განვითარებაში.
რატომ არის ეს შესაძლებლობა განსხვავებული?
ეს არის შესაძლებლობა გამოცდილების გარეშე იმუშაო რეალურ პროექტებზე, ითანამშრომლო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, მკვლევრებთან, ჟურნალისტებთან და სამოქალაქო სექტორის ლიდერებთან, ხოლო მიღებული გამოცდილება გამოიყენო კარიერული განვითარების, სტიპენდიების, საერთაშორისო პროგრამებისა და მომავალი დასაქმების შესაძლებლობებისათვის.
ბოლო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულმა კვლევითმა და საგანმანათლებლო პროექტებმა გააერთიანა ასობით სტუდენტი, მკვლევარი, ჟურნალისტი, ხელოვანი და საერთაშორისო პარტნიორი. ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობდა ბრიტანელი ფოტოჟურნალისტი მაიკ გოლდვოთერი (The Independent, The Telegraph), რომლის ნამუშევრები მნიშვნელოვანი წყაროა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის ისტორიის დოკუმენტირებისათვის.
თუ ეძებ გარემოს, სადაც მხოლოდ გამოცდილებას კი არ დააგროვებ, არამედ შეიძენ პროფესიულ კონტაქტებს, პრაქტიკულ უნარებს და შესაძლებლობებს, რომლებიც მომავალში ახალ კარს გაგიღებს, ეს პოზიცია შენთვისაა.
ჩვენთვის მთავარი გამოცდილება არაა. ჩვენ ვეძებთ მოტივაციას, პასუხისმგებლობასა და განვითარების სურვილს.
მოვალეობები:
- კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
- ფანდრეიზინგისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
- პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების მხარდაჭერა;
- ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სოციალური გვერდების მართვა;
- გრანტების, კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიება და მონიტორინგი;
მოთხოვნები:
- სტუდენტი ან ახლადკურსდამთავრებული;
- ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის კარგი უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) საბაზისო ცოდნა;
- საზოგადოებრივი, საერთაშორისო ან განვითარების საკითხების მიმართ ინტერესი.
პირობები:
- თავისუფალი და სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
- დისტანციურად ან ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა;
- ოფისით სარგებლობის შესაძლებლობა;
- პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორში;
- პროფესიული კავშირები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან;
- ტრენინგებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- LinkedIn პროფილისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა;
- რეკომენდაციის წერილი და სერტიფიკატი;
- მხარდაჭერა ახალგაზრდულ, ლიდერულ, გაცვლით და საერთაშორისო პროგრამებში ჩართვისთვის;
- წარმატებით მოზიდული გრანტების, პარტნიორობებისა და დაფინანსების შემთხვევაში დამატებითი ბონუსები;
- წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში ჩაერთო ორგანიზაციის სამომავლო პროექტებში.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- სტაჟირება
- სტაჟირება
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
