AI ვიდეო კონტენტ კრეატორი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
სრული აღწერა
AI ვიდეო კონტენტ კრეატორი
"Avia.ge" წამყვანი ავიაბილეთების სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საუკეთესო ფასებსა და კომფორტულ მოგზაურობას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალიზმი და მეგობრული ატმოსფერო ერთიანდება.
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და გამოიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები მოგზაურობის სამყაროს გასაცოცხლებლად, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- Prompt Engineering: AI-სთან ეფექტური კომუნიკაცია - ზუსტი და სტრუქტურირებული დავალებების ფორმირება ტექსტური, ვიზუალური და ვიდეოკონტენტის გენერირებისთვის;
- კონტენტსტრატეგია: AI ინსტრუმენტების გამოყენებით ბაზრის კვლევა, ტრენდების მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული კრეატიული კონტენტსტრატეგიის შექმნა;
- ვიზუალური კონტენტი: ბრენდის სტილზე მორგებული ფოტოების, ილუსტრაციების, ბანერების, მოკლე ვიდეოების, ანიმაციებისა და სოციალური მედიის ვიზუალების შექმნა;
- ვიდეო და გახმოვანება: AI ინსტრუმენტებით ვიდეოებისა და გახმოვანების შექმნა, ვიდეომონტაჟი.
- კონტენტის ოპტიმიზაცია: AI-ის გამოყენებით ტექსტების, რეკლამების, პოსტებისა და კამპანიების გაუმჯობესება, სხვადასხვა ვერსიის მომზადება და A/B ტესტირება;
- სოციალური მედიის კონტენტი: კრეატიული პოსტების, ვიდეოსცენარების, რეკლამებისა და ვიზუალების შექმნა Facebook-ისთვის, Instagram-ისთვის, TikTok-ისა და სხვა პლატფორმებისთვის;
- ინოვაციურობა: ახალი AI ინსტრუმენტების კვლევა, ტესტირება და სამუშაო პროცესში დანერგვა ბრენდის კომუნიკაციისა და კონტენტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სასურველი უნარები და ინსტრუმენტები:
- AI ვიდეოების შექმნა: HeyGen-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- გახმოვანება და აუდიო: ElevenLabs-ის გამოყენების გამოცდილება;
- ვიდეომონტაჟი და ვიზუალური მასალების დამუშავება: სასურველია Adobe Premiere Pro-ს, After Effects-ის, Photoshop-ის ან Firefly-ის ცოდნა;
- ტექსტები და სცენარები: ChatGPT-ის, Gemini-ის ან მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება სხვა შემოქმედებითი AI ინსტრუმენტების ცოდნა.
მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნება, დეტალებისადმი ყურადღება, ვადების დაცვა და ახალი ინსტრუმენტების შესწავლის სურვილი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოს;
- მეგობრულ და კოლეგიალურ გუნდს;
- პროფესიული განვითარების მუდმივ შესაძლებლობას;
- თანამედროვე AI ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებში მონაწილეობას;
- შესაძლებლობას, თავადაც შექმნათ და დანერგოთ ახალი AI გადაწყვეტილებები.
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი
ანაზღაურება: 2000 ლარი
თუ თვლით, რომ თქვენი კრეატივი და AI ტექნოლოგიების ფლობა იდეალურად ერწყმის ჩვენს მიზნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო (AI-ით შექმნილი ნამუშევრები) video@aviage.ge-ზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - AI ვიდეო კონტენტ კრეატორი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
