აგრარული მიმართულების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 757 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
აგრარული მიმართულების მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
აგრარული
განცხადების ბოლო ვადა:
24.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1757 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
განიხილავს კომპეტენციის ფარგლებში კორესპოდენციას და აგებს პასუხებს;
- გეგმავს სტუდენტებისთვის აგროსამუშაოების მოდულებს სეზონურობის გათვალისწინებით პედაგოგის ჩართულობით;
- ახორციელებს საველე შემოწმებებს, ხეხილის ბაღის, ვენახის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონიტორინგს;
- გეგმავს, მონიტორინგს უწევს და კონტროლს ახორციელებს კოლეჯის ტერიტორიაზე აგრო-ოპერაციებს და მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს;
- ახორციელებს წვეთოვანი რწყვის რეჟიმის მონიტორინგს;
- გეგმავს მექანიზატორების სამუშაოებს;
- ამზადებს აგრო ანგარიშებს;
- ქმნის რეკომენდაციებს ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდისა და კულტურების მოსავლიანობის ასამაღლებლად;
- ზედამხედველობს მინდვრის, მებაღეობის, ბაღის კულტურების, მეფუტკრეობის, მებოსტნეობის და სასათბურე სამუშაოებს;
- შემუშავებს და ახორციელებს ბიოთექნოლოგიებს მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებთან და სარეველებთან საბრძოლველად;
- გეგმავს ღონისძიებებს ნიადაგის ნაყოფიერებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად;
- განსაზღვრავს წარმოების გეგმებს კულტურების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით;
- ორგანიზებას უწევს ნიადაგის მომზადებას თესვისა და დარგვისთვის;
- გეგმავს და ახორციელებს სასუქების მომზადებისა და შეტანის ღონისძიებებს;
- შემუშავებული კალენდრული გეგმების შესაბამისად ახორციელებს კულტურების მოვლის პროცესს;
- ზედამხედველობს მოსავლის შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას;
- ახორციელებს სხვა აგრარულ საქმიანობას კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც კოლეჯის ინტერესებს ემსახურება და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი პროფესიული
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი
- საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირს შესახებ;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის,სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შინაგანაწესი;
- საქართველოს განათლების და მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N 115/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,სსიპ ილია წინმაძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი სოფელი წინამძღვრიანთკარი; ილია წინამძღვრიშვილის ქ N2ა.
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აგრარული მიმართულების მენეჯერი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს აგრარული მიმართულების უმაღლესი პროფესიული (მე-5 საფეხური) განათლება .
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს :
ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის აკადემიური ხარისხით - აგრონომი , ან აგრარული სექტორის სფეროს მიმართულების სპეციალისტის კვალიფიკაციით.
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში , მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
ბ) ორგანიზაციული უნარები, სამუშაოს დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
გ) მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზების უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი.
ბ/ საშტატო პოზიცია ითვალისწინებს 09.00 საათიდან - 18.00 საათამდე სამუშაო დროს (ერთი საათი შესვენების დროით) .
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლის შემდგომ , სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამოსაცდელი ვადით.
დ)ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
