MUK TBILISIაღრიცხვის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
MUK TBILISI აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე აღრიცხვის სპეციალისტი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით);
- სამუშაო გამოცდილება აუდიტორის ასისტენტის, მთავარი ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრის მოადგილის, ბუღალტერიის დეპარტამენტის სპეციალისტის ან ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე;
- „1C:8“-ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის თავდაჯერებული მომხმარებელი;
- მართვითი ანგარიშგების მომზადებისა და კონსოლიდაციის გამოცდილება;
- DipIFR-ის კვალიფიკაცია ან მსგავსი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ (Upper-Intermediate) დონეზე;
- ბუღალტრული აღრიცხვის (ეროვნული სტანდარტები, IFRS), საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;
- ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, ეროვნული სტანდარტებისა (NAS) და საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, კონსოლიდირებულის) მომზადებისა და წაკითხვის უნარი;
- მართვითი აღრიცხვის სისტემაში არასწორი მონაცემების გამომწვევი მიზეზების მოძიებისა და აღმოფხვრის უნარი;
- დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზისა და მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშების მომზადების უნარი.
მოვალეობები:
- მართვითი ანგარიშგების პაკეტის ყოველთვიურ, დროულ მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის დაცვის მონიტორინგი;
- ხელმძღვანელობის მოთხოვნით, კომპანიის საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების გამოთვლა;
- სხვა დეპარტამენტებთან (მათ შორის, საერთაშორისო განყოფილებებთან) ურთიერთქმედება მართვითი აღრიცხვის საკითხებზე.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მაღალი თვითორგანიზებულობა;
- კეთილსინდისიერება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@muk.group
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 3-დან 4 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები
- ფინანსები, ფინანსები - საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე, ფინანსები და საბანკო საქმე, ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი
- ენები
- რუსული,ინგლისური
- ენები
- რუსული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
