აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი ფინანსური მიმართულებით
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- მისამართი
- ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით
სრული აღწერა
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი (ფინანსური მიმართულებით)
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
ანაზღაურება: 1500 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით
- ფინანსური პროცედურებისა და გადახდების მხარდაჭერა და კონტროლი.
- ინვოისების, ხელშეკრულებებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების წარმოება.
- გასაგზავნი ინვოისების მომზადება; მიღებული ზედნადებებისა და ინვოისების მუდმივი მონიტორინგი rs.ge-სა და შესაბამის დეპარტამენტებთან.
- არსებული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი და აღმასრულებელი დირექტორისთვის დროული რეპორტინგი.
- ხელმძღვანელისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.
- პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია (საჭიროებისამებრ).
- ხელფასების, გადახდებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანალიზი და შესაბამისი ტრანზაქციების წარმოება.
- კომპანიის ყოველთვიური და კვარტლური ქეშფლოუს (Cash Flow) მომზადება.
- აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის საჭირო მასალების მომზადება.
- აღმასრულებელი დირექტორის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
- საბაზისო ცოდნა საბუღალტრო პრინციპების შესახებ.
- ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- თავდაჯერებულობა
- ორგანიზებულობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი (ფინანსური მიმართულებით). რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
