აღმასრულებელი ასისტენტი
გამოქვეყნდა 12 ნოებოლო ვადა: 12 დეკ
- ბენეფიტები
- სტანდარტული გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ · კონკურენტუნარიანი ანაზღაურება · ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - აცხადებს ვაკანსიას „ აღმასრულებელი ასისტენტის “ პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტანდარტული გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ;
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული გუნდი, კომფორტული სამუშაო სივრცე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გენერალური დირექტორისა და ტოპ მენეჯმენტის საქმიანი შეხვედრების, თათბირებისა და მივლინებების სრული ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- შეხვედრების კალენდრის, ლოჯისტიკური საკითხებისა და საჭირო რესურსების კოორდინაცია;
- თათბირების ოქმების მომზადება, მიღებული დავალებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და შესრულების პროცესის კონტროლი;
- სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა ეფექტური, დროული და ხარისხიანი ფუნქციონირებისათვის;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა, წერილების რეგისტრაცია, დოკუმენტაციის აღრიცხვა და არქივის წარმოება;
- ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე თარგმანის უზრუნველყოფა;
- შიდა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება HR დეპარტამენტთან თანამშრომლობით;
- ოფისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ს.ს. "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - აღმასრულებელი ასისტენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

