Affiliate/CRM მარკეტინგის სპეციალისტი
- ქალაქი
- Remote
სრული აღწერა
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
"Talkpal"-ის პროდუქტების (iOS, Android, Web, Business) CRM, Email და Affiliate მარკეტინგის განვითარებისთვის ვეძებთ Affiliate/CRM მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს Lifecycle კომუნიკაციებსა და Affiliate პროგრამის მართვაზე.
შენი ძირითადი სამუშაო:
- Email მარკეტინგული კამპანიების შექმნა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
- Push შეტყობინებებისა და In-App კომუნიკაციების დაგეგმვა და გაშვება;
- მომხმარებელთა სეგმენტაცია და პერსონალიზებული კომუნიკაციების აწყობა;
- A/B ტესტირება და შედეგების ანალიზი;
- Affiliate პროგრამის მართვა საერთაშორისო ბაზარზე: ახალი პარტნიორების მოძიება, სტანდარტული პირობებით კომპანიის Affiliate პლატფორმაზე მათი რეგისტრაცია (Onboarding), მხარდაჭერა და შედეგების მონიტორინგი;
- CRM და Performance არხებში ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- რეპორტინგი, დეშბორდების (Dashboards) აწყობა და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
- პროდუქტისა და მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და სინქრონიზაციის მიზნით.
შენ მოგაქვს:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება CRM, Lifecycle, ან Growth Marketing-ის მიმართულებით;
- Affiliate მარკეტინგული არხების მართვისა და მასშტაბირების პრაქტიკული გამოცდილება;
- CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- Push შეტყობინებებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროდუქტისა და მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ (C1/C2) დონეზე ფლობა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის;
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: Remote;
- დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc."-ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
