ადმინისტრაციული სპეციალისტი
გამოქვეყნდა 9 ნოებოლო ვადა: 9 დეკ
- ანაზღაურება
- 2 000–3 000 ₾
- ბენეფიტები
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას · პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას · მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
Enterprise Rent-A-Car არის საერთაშორისო ავტოგაქირავების ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის (Rental Administration Specialist) პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების ადმინისტრირებას, მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური კონტროლი, შემოსული წერილების დამუშავება და პასუხების მომზადება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით, როგორც გაქირავებამდე, ისე გაქირავების შემდგომ საკითხებზე;
- ავტოგაქირავების ხელშეკრულებების, გადაცემის აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შემოწმება;
- დასრულებული გაქირავების ხელშეკრულებების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
- საპატრულო და პარკირების ჯარიმების რეგულარული შემოწმება და ადმინისტრირება;
- ავტომობილით საზღვრის კვეთისთვის საჭირო მინდობილობებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
- ოფისში მოსული მომხმარებლების მომსახურება და გაქირავების პირობების გაცნობა საჭიროების შემთხვევაში;
- გაქირავების პროგრამაში ინფორმაციის სწორად და სრულად ასახვის კონტროლი;
- ავტოგაქირავების ყოველდღიურ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული საკითხების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის კარგი წერითი და სასაუბრო ცოდნა;
- Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Outlook, Word და Excel-ის კარგი ცოდნა;
- მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე მიმდინარე საკითხის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
- მომსახურების, ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ანაზღაურებას 2, 000-3, 000 ლარის ფარგლებში (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: beka.vakhtangishvili@ehiglobal.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
