ადმინისტრაციული შესყიდვების სპეციალისტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
თეგეტა ჰოლდინგში, ადმინისტრაციული შესყიდვების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- შესყიდვის საჭიროების განსაზღვრა და კოორდინაცია შესაბამის ბიზნეს ერთეულებთან;
- ბაზრის კვლევა, მომწოდებლების მოძიება (ადგილობრივი და საერთაშორისო) და ფასების/კომერციული პირობების შედარებითი ანალიზი;
- შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა (წლიური და თვიური გეგმების შედგენა/განახლება);
- ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების ორგანიზება და მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება;
- ტენდერების ორგანიზება, წინადადებების მიღება, შეფასება და შერჩევა;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარება და სხვა);
- მიწოდების გრაფიკის, მომწოდებლების ვალდებულებებისა და კონტრაქტის პირობების შესრულების მონიტორინგი;
- გადახდების კალენდრის დაგეგმვა და ფინანსურ გუნდთან კოორდინაცია;
- მარაგების მინიმალური ნაშთებისა და პროდუქციის თვითღირებულების ცვლილებების მონიტორინგი.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის და არგუმენტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft Office ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადმინისტრაციული შესყიდვების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

