ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- სენაკი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- „ჩემი რეზიუმეს“
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
სენაკი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
- უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
- მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
- განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
- მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ვ) „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ზ) სენაკისმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
თ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება;
ი) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მ) ,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ნ) ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ საქართველოს კანონი
ო) ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ საქართველოს კანონი;
პ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ჯ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
რ) ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-11, მე-15, მე-17 თავები;
ს) ,,კანონიერი მოსარგებლებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არა იზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელიორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილება;
უ) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” საქართველოს კანონი;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქ. N103
საკონტაქტო ტელეფონები:
599857550
საკონტაქტო პირი:
ხათუნა ჯიმშელეიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
ადამიანური რესურსების მართვის ან სამართალმცოდნეობის ან საქმისწარმოების ან შესყიდვების ან/და მოქალაქეებთან ურთიერთობის სფეროში - 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელობის - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კომპეტენციები:
- ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
- ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვა და გამოყენება;
- თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვა;
- თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება;
- დელეგირება;
- გუნდის განვითარება.
დამატებითი ინფორმაცია:
-კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით www.vacancy.hr.gov.ge–ზე.
- სავალდებულოა „ჩემი რეზიუმეს“
- „განათლების“ ბლოკში განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლის ატვირთვა;
- „სამუშაო გამოცდილების“ ბლოკში - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის ატვირთვა (ატვირთული დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს მისი შესაბამისი - კანდიდატისადმი კუთვნილება) (შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღის მითითებით), კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლება მიეცემათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კონკურსის პირველი ეტაპის – განაცხადების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.
- გასაუბრებისას ფასდება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების, ცოდნის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, მოტივაციისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
