ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი)
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მართავს ქვეყნის უმსხვილეს საგზაო პროექტებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. ორგანიზაციის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებთან ინტეგრაცია და მგზავრთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება. უწყების ძირითადი ამოცანებია:
- საგზაო უსაფრთხოების ხარისხის მუდმივი ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება და სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- ინფრასტრუქტურისა და მისი ადმინისტრირების პროცესების რაციონალური მართვა/გაუმჯობესება.
დასახული მიზნების მისაღწევად დეპარტამენტი მუდმივად ორიენტირებულია, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო და თანასწორი სამუშაო პირობები, სადაც გამორიცხულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია თუ დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭება. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა და მამაკაცთა თანასწორ წარმომადგენლობას უწყებაში.
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- დეპარტამენტში შესული ან/და დეპარტამენტის მიერ მომზადებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
- რეგისტრირებული დოკუმენტის (შემოსული, გასული, შიდა და სამართლებრივი აქტები) შემსრულებლისთვის გადაგზავნა/გადაცემა;
- დეპარტამენტში შექმნილი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის და ადრესატისთვის (შემსრულებელი) გადაცემის უზრუნველყოფა;
- დეპარტამენტიდან გასული წერილების დადასტურება ელექტრონული კვალიფიციური შტამპით;
- ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემი შექმნილი დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა;
- დეპარტამენტში შექმნილი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და ადრესატისთვის გადაცემა;
- კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირების ინფორმირება დოკუმენტების მოძრაობის შესახებ;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”;
- საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N72 ბრძანება „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)” დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N 174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები:
591217744
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
სასურველია Microsoft Office PowerPoint-ის ცოდნა;
სასურველია eDocument-ის ან/და საქმისწარმოების სხვა ელექტრონული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).
- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვე.
- კანდიდატმა უნდა წამოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
