ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (შესყიდვები)
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (შესყიდვები)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სააგენტოსთვის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირების პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროული ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
- წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად ბაზრის კვლევა და კვლევის შედეგად შესაბამისი შესყიდვის პროცედურების განხორციელება(კანონმდებლობიდან გამომდინარე შესაბამის უწყებებთან შესყიდვის პროცედურების/დოკუმენტაციის შეთანხმება);
- შესყიდვების გეგმის მიხედვით ელექტრონული შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
- ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიის მითითებით შესაბამისი ოქმების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა, ხელმოწერილი ოქმის დროულად განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
- ელექტრონული ტენდერების და გამარტივებული შესყიდვის გზით სააგენტოსა და მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კონსოლიდირებული ტენდერებისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიწოდება. კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/გაფორმება.
- ელექტრონული პროცედურების შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტებთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
- სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა(ელექტრონული რეესტრის წარმოება);
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი დოკუმენტაციის განთავსება(მათ შორის ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის);
- შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
- სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
პროფესია:
ბიზნესის ადმინისტრირება/ ეკონომიკა
საკონკურსო თემატიკა:
· საქართველოს კონსტიტუცია;
· საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
· საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
· სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
· სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
· სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
· სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის N27 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
· სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
· საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის N458 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;
· საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილება „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“
· სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 31 დეკემბრის N826 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;
· „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-1 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ჟიული შარტავას ქ. 7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 557130013
საკონტაქტო პირი:
ეკა გიგაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- გამოცდილების სფერო: საჯარო სამსახურში შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
- ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
- კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
