ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვები)
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვები)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების) შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სრული ტექნიკური მხარდაჭერა. კერძოდ, სააგენტოს ლოჯისტიკური და საორგანიზაციო ტიპის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ტექნიკური დავალების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი საჭიროებების შესახებ დამუშავებული ტექნიკური დავალების ანალიზი;
- შესაბამისი ბაზრის კვლევის წარმოება MRS მოდულის საშუალებით;
- წლის განმავლობაში განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ანალიზის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ePLAN) პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. საჭიროების შემთხვევაში გეგმის კორექტირება;
- პოტენციური მიმწოდებლების ბაზრის კვლევა, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ჩატარება, სატენდერო ოქმებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
- შესყიდვის გამარტივებული პროცედურების ჩატარება და ხელშეკრულების პროექტების მომზადება. საჭიროებისამებრ შესყიდვების სააგენტოში SMP მოდულის საშუალებით შესყიდვის პროცედურების შეთანხმება;
- უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება.
- სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად, ბალანსზე რიცხული ავტომობილების საჭიროებების კვლევასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება, კერძოდ, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, საპროფილაქტიკო მომსახურების, საბურავების შესყიდვისა და სხვა შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგეგმვა და ორგანიზება,ასევე, წლის განმავლობაში სააგენტოს ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე წარმოებული მომსახურებების აღრიცხვა და კონტროლი.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება ან/და ეკონომიკა
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 13 ივნისის N2-333 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულება“;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრი ს კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“;
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N 826 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი თბილისი, თინა იოსებიძის ქუჩა N 73
საკონტაქტო ტელეფონები:
595 30 30 65; 595 00 07 17
საკონტაქტო პირი:
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ელენე ქემაშვილი; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე - თამარ მახარაძე;
დამატებითი მოთხოვნები:
● სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით არანაკლებ ერთლიანი სამუშაო გამოცდილება;
● ანალიტიკური აზროვნება;
● გუნდური მუშაობა;
● დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
● ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
● საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
● დროის ეფექტიანი მართვა;
● ანალიტიკური აზროვნების უნარი
● დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
● დეტალებზე კონცენტრირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა ველში "ჩემი რეზიუმე" სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
- კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი (2) თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
