ადმინისტრაციული სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სამეურნეო)
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 6 თვე
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სამეურნეო)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
- მოთხოვნის შესაბამისად სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება;
- სააგენტოს ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის უზრუნველყოფა;
- სააგენტოს ბალანსზე რიცხული აქტივების კონტროლი და აღრიცხვა;
- საწყობის კონტროლი და შემოსავალ-გასავლის აღრიცხვიანობა;
- კომპეტენციის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
- ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
- სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
6 თვე
პროფესია:
ბიზნესის ადმინისტრირება / სამართალმცოდნეობა / ჰუმანიტარული მეცნიერებები
საკონკურსო თემატიკა:
· საქართველოს კონსტიტუცია;
· საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
· საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
· საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“;
· საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის N 82 დადგენილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
· საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N449 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“;
· „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-1 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ჟიული შარტავას ქ. 7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 557130013
საკონტაქტო პირი:
ეკა გიგაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: საჯარო სამსახურში 6 თვიანი გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა, სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
- ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
- კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
