ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადამიანური რესურსები)
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადამიანური რესურსები)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი;
- სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, დანიშვნა-გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზნით, სტაჟირებაზე და სასწავლო პრაქტიკის გასავლელად მიღებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
- თანამშრომელთა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა კორპორატიული სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა;
- სამსახურის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება;
- თანამშრომელთა შეფასების პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
- შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და დამტკიცებული შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი;
- ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
- სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ბიზნესის ადმინისტრირება / ფსიქოლოგია / სამართალმცოდნეობა / ჰუმანიტარული მეცნიერებები
საკონკურსო თემატიკა:
· საქართველოს კონსტიტუცია;
· საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
· საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
· საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
· საქართველოს კანონი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ";
· საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“;
· საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N203 დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“;
· საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილება "პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ"";
· საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N219 დადგენილება "პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"";
· „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-1 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ჟიული შარტავას ქ. 7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 557130013
საკონტაქტო პირი:
ეკა გიგაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
-სამუშაო გამოცდილება: საჯარო სამსახურში 1 წლიანი გამოცდილება.
- კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
- ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
- კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
