ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ჩხოროწყუ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება, ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განყოფილების უფროსის ინფორმირება;
2.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია;
3.მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;
4.მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
1.. საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #42 დადგენილება;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის #16 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. 1
საკონტაქტო ტელეფონები:
599850306
საკონტაქტო პირი:
ინგა შამათავა
დამატებითი მოთხოვნები:
უნარ- ჩვევები:
ა) გუნდური მუშაობა;
ბ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
ე) დროის ეფექტიანი მართვა
დამატებითი ინფორმაცია:
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;
- „დამატებითი დოკუმენტაცია“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზევრში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით).
კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
