ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, იგი შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისაგან, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით.
მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მერიის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- ბენეფიციარებისათვის სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურების თაობაზე, შესაბამისი ინფორმაციია მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა;
- მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
- შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, მერის, სამსახურის და განყოფილების ხელმძღვანელების დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II და IX თავები);
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (გარდა III კარისა) ;
გ)საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები:
551466466
საკონტაქტო პირი:
ნინო მრევლიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
-მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში.
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი უნარების ცოდნა:
ა)ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ბ)კომპლექსური აზროვნების უნარი;
გ)სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ)ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
ე)თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ვ)მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ზ)პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
თ)გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილია ან/და არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფორმით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
