ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- გარდაბანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 - წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს და ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გარდაბანი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- განყოფილებაში შესული კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა და შესაბამისი საპასუხო კორესპონდენციის პროექტების მომზადება;
- შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (მ.შ. ზეპირი მოსმენის გამართვა) ან/და დავალების შესაბამისად, მათ განხილვაში მონაწილეობა;
- ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- მუნიციპალიტეტის, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებსა და დაწესებულებებში;
- მერიის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენის უზრუნველყოფა სასამართლოში;
- მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა;
- საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
იურიდიული
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი";
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
- საქართველოს კანონი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი";
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №8 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ";
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის დადგენილება N14 "გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №127
საკონტაქტო ტელეფონები:
598852510
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 - წლიანი გამოცდილება.
ასევე:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ღია კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ
ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
- „განათლების" ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე);
- „სამუშაო გამოცდილების" ველში კანდიდატმა დეტალურად უნდა აღწეროს მისი ფუნქციები.
- „რეკომენდატორების" ველში კანდიდატმა უნდა მიუთითოს მინიმუმ ორი რეკომენდატორი და ატვირთოს ხელმოწერით დამოწმებული სარეკომენდაციო წერილები;
- „სამოტივაციო წერილის" ველში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით.
- კანდიდატის მიერ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს სრულყოფილი, უტყუარი და შეესაბამებოდეს ვაკანტური თანამდებობისთვის განაცხადში დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- ზეპირ დავალებასა და გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება, როგორც სამართლებრივ, ასევე პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან ზეპირ დავალებასა და გასაუბრებაზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
- კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია კანდიდატებს, ასევე შეუძლიათ იხილონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.(www.gardabani.gov.ge).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
