ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 360 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ეროვნული ბიბლიოთეკა არის აგრეთვე ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი.
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1360 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ახორციელებს დებიტორულ–კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვას;
- ახორციელებს ფულადი სახსრების ხარჯვის აღრიცხვა–ანალიზს;
- ახორციელებს მივლინების თანხების გაანგარიშებას, საავანსო და საბოლოო ანგარიშსწორებას.
- ახდენს საბუღალტრო დოკუმენტაციის პირველად დამუშავებას;
- ამზადებს საარქივო მასალებს მათ შენახვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისათვის გადასაცემად.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
პროფესია:
ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
დ) საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ”;
ზ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ"
თ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
ი) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 032 297 16 04; 593 44 44 62
საკონტაქტო პირი:
ნონა სილაგაძე - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
დამატებითი მოთხოვნები:
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა ატვირთოს სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, ასევე უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოჩაწერა;
5.განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
- კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე - www.nplg.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
