ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - შესყიდვების განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - შესყიდვების განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ეროვნული ბიბლიოთეკა არის აგრეთვე ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- უშუალოდ ხელმძღვანელობს შესყიდვების განყოფილებას;
- ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
- სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეებს და აწარმოებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
- ახორციელებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
- ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით, ახდენს საქონელის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის საჭიროების თაობაზე განაცხადების ანალიზს;
- უზრუნველყოფს პოტენციურ მომწოდებელთა ბაზის შექმნას;
- ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორთან და მის მოადგილესთან ერთად შეიმუშავებს შესყიდვების წლიურ გეგმას, უზურნველყოფს შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების მიხედვით დაჯგუფებას, მონეტარულ ზღვრებში განლაგებასა და შესყიდვების განხორციელების საშუალებების შერჩევას;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადებსაა და განცხადების გამოქვეყნებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (procuremernt.gov.ge)
- აკონტროლებს ტენდერების ჩატარების მიზნით სამუშაოების მომზადებას, შესყიდვების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენას, ფასთა მონიტორინგის ჩატარებსა; ახორციელებს შერჩევის დასაბუთებას და სატენდერო კომისიის წევრებთან შეთანხმებას;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის ინფორმაციას ჩატარებულ ტენდერებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
- ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილებზე პასუხებს და წარადგენს შესყიდვების სააგენტოში;
- საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონულ პროცედურებს;
- საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი;
- ასრულებს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორის და მისი მოადგილის (რომელიც კურირებს ამ განყოფილებას) სხვა დავალებებს.
- განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას დროებით ასრულებს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
- ახორციელებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების ვიზირებას ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით;
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა:
- ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
დ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ”;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება;
ზ) ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ი) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტი“;
კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები“;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები“;
მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესი“;
ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“;
პ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ჟ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებით დამტკიცებული ,,ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 032 297 16 04; 593 44 44 62
საკონტაქტო პირი:
ნონა სილაგაძე - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერტიფიკატს "სახელმწიფო შესყიდვების კურსი".
კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერტიფიკატი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი" - არსებობის შემთხვევაში.
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა ატვირთოს სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, ასევე უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოჩაწერა;
5.განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
- კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე - www.nplg.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
