ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
15.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- კოორდინირებს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურებას, შემომავალი ზარების მიღებას, პრობლემის იდენტიფიცირებასა და კვალიფიციური პასუხის გაცემას;
- განიხილავს სააგენტოში შემოსულ მოქალაქეთა განცხადებებს;
- ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავი;
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
აფხაზეთის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“
დებულების დამტკიცების შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 17 ივნისის №19 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, მე-7 სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
597141555
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე შერვაშიძე
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება - ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან - დევნილებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება,
ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (B2 დონე).
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
- კანდიდატმა ჩემი რეზიუმეს შესაბამის ველში დამატებით უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) „სამოტივაციო წერილის“ ბლოკში სამოტივაციო წერილი.
- კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება ატვირთული მითითებული დოკუმენტაცია.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით.
კონკურსის ეტაპები:
ა) I ეტაპი გულისხმობს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) II ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრებისა საფუძველზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისია გადაწყვეტილებას იღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
