ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
· სსიპ „იუსტიციის სახლში“ საქმისწარმოების პროცესის წარმართვის მიზნით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული კორესპონდენციის სწორი და გამართული მოძრაობის უზრუნველყოფა;
· დოკუმენტაციის არქივის შექმნის მიზნით, დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამუშავება;
· დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის, ბრძანებების გაცნობა, კლასიფიცირება და სარეზოლუციო ადრესატისათვის გადაგზავნა;
· მომზადებული ბრძანებებისა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, საკადრო ხის ადმინისტრირება;
· სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმისწარმოების საფოსტო რეესტრის წარმოება, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით;
· დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
595 00 81 99
დამატებითი მოთხოვნები:
· აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები
· დაგეგმვა და ორგანიზება
· ინფორმაციის/ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
· გუნდური მუშაობა
· პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
· შედეგზე ორიენტაცია
დამატებითი ინფორმაცია:
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში განსაზღვრულ საკონკურსო მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
- მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
