ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ან/და სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება და ამის შესახებ, ინფორმაციის სოციალურ ქსელსა და ვებგვერდზე განთავსება.
გ) ცხოველთა თავშესაფარში სხვადასხვა სტატუსით შემოსული (დაკარგული, გასაჩუქებელი და სხვ.) ცხოველების ფოტო-ვოდეო გადაღება. საჭირო ინფორმაციის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსება.
დ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების ფოტო-ვიდეო გადაღება, დამუშავება, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსება.
ე) სააგენტოს სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ჯგუფში მოქალაქეების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებზე/კომენტარებზე პასუხის გაცემა და ამ მიზნით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან შესაბამისი კომუნიკაცია.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
ზ) არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა თუ პირებთან ურთიერთობებში მონაწილეობის მიღება.
თ) სააგენტოს სოციალური ქსელის, ვებ გვერდის, იუთუბ არხისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მართვა.
ი) ხელმძღვანელის მითითებით, კომუნიკაცია მედია საშუალებებთან. მედიაში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება და საჭირო კოორდინაციის უზრუნველყოფა.
კ) ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის (საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები) სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების სრულყოფილი ცოდნა და მათი მოთხოვნების განუხრელი დაცვა.
ლ) ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17- 56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის N9-11 დადგენილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცების შესახებ.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“.
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-93 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი. დავით გურამიშვილის ჩიხი N5.
საკონტაქტო ტელეფონები:
577545498;
დამატებითი მოთხოვნები:
- სავალებულოა 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკის, პიარის ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დისციპლინა და საიმედოობა.
- სასურველია მართვის მოწმობა კატეგორია - "ბ".
- სასურველია “photoshop” - ის, „Canva“ - ს და „Capcut“ – ის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ
ადმინისტრირებული ვებგვერდის www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელმაც დააკმაყოფილა კონკრეტული თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
- კონკურსის თითოეული ეტაპის თარიღის, დროის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული
ფოსტის საშუალებით.
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
