ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
მონაწილეობას იღებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
- ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
- ხელმძღვანელთან მოქალაქეთა მიღება/შეხვედრების ორგანიზება;
- კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული, შიდა და გასული დოკუმენტაციის განხილვის შედეგების საქმისწარმოების პროგრამაში ასახვა და შესრულების პროცესების კოორდინაცია;
- უშუალო კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან;
- საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებისთვის ან/და სხვადასხვა უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კომპეტენციის ფარგლებში, სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და კონსულტაცირება;
- საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დაინტერესებული პირისთვის მიწოდება;
- ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N414 01-07- 1999წ „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
- შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2742 02-06-2011წ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე"
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები:
(032) 2 26 26 46
დამატებითი მოთხოვნები:
- საჯარო სამსახურში თანაშემწის/ასისტენტის/საქმისმწარმოებლის პოზიციაზე ან/და ამავე მიმართულებით საერთაშორისო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამა (edoc.mof.ge) სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
-----------------------------------
- გადაწყვეტილების მიღება;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- განვითარებაზე ზრუნვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
