ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
- ანაზღაურება
- 5 600 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
17.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მოქმედი კანონმდებლობით და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობის განხორციელების უზრუნველყოფა;
- სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენის და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
- სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
- შესრულების დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის და ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე (ფაქტობრივად გადახდილი თანხა) ინფორმაციის სისტემაში ასახვის უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გგემის და მისი ცვლილებების ასახვის და შემდგომში მისი ფინანსური ანალიზის მომზადების უზრუნველყოფა;
- სამინისტროში დამტკიცებული წესის შესაბამისად დაქვემდებარებული თანამშრომელების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის ფუნქციების გადანაწილება და მათი სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
- სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება და ხელმოწერა;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოვალეობების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებისა და კანონის მარეგულირებელი ნორმების ნაწილში;
- „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
- „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
- „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
- „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
- „ცენტრალური შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №237 დადგენილება;
- „ცენტრალური შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილება;
- „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება;
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება
საკონკურსო კომისიის მისამართი:
12, ალ ყაზბეგის გამზირი, 0160, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
593314196
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ციმაკურიძე
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება - სამართალი/ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება
სავალდებულო სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ბ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ე) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ვ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ზ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
თ) გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ
ადმინისტრირებული ვებ-გვერდის vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას.
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი, რომელიც კონკურსის პირველ ეტაპს (კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ვერ გაივლის, კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ინფორმაციას მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – შეუსაბამობის მიზეზს.
შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის მე-2 ეტაპზე-კანდიდატის შეფასება განხორციელდეს ქულათა სისტემით, რაც გულისხმობს მაქსიმალური 10 ქულითა და მინიმალური 0 ქულით შეფასებას.
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა, განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა, კანდიდატის თანხმობით.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
