ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მიმწოდებლების მოძიება, პროდუქციის ოპტიმალური დასახელების, ხარისხის ფასის და რაოდენობის მიხედვით მიმწოდებელთან ურთიერთობა;
- ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა და სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დაესწრება და მონაწილეობის მიღება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
საფინანსო, ეკონომიკური
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის #18 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, მე-7 სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
597023113
საკონტაქტო პირი:
ლეილა აბსანძე
დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე თუ:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
დამატებითი ინფორმაცია:
საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინიტროში ადმინისტრაციული დეპატამენტის საფინანსო- ეკონომიკური სამსახურის სტაჟიორს სტაჟირების პერიოდი ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვით. სტაჟირების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს სტაჟიორის განცხადებისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, თუმცა სტაჟირების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ან ცნობა) ან დამამთავრებელ კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა და შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე (გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- კანდიდატს გასაუბრების დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
პირი სტაჟიორად არ მიიღება თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
- კანდიდატებმა გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოდ უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
