ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
15.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში;
- სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დაგეგმვის ხელშეწყობა;
- წლის განმავლობაში შესასყიდი საქონლის რაოდენობის დაზუსტება;
- სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (ტერიტორიული ორგანოები) მიერ სახელმწიფო შესყიდვების ინიცირებისას მათი წინასწარი კონსულტირება წარმოსადგენი დოკუმენტების და მათი შინაარსის თაობაზე;
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მიმწოდებლების მოძიება, პროდუქციის ოპტიმალური დასახელების, ხარისხის ფასის და რაოდენობის მიხედვით მიმწოდებელთან ურთიერთობა;
- გამარტივებული შესყიდვების ელექტრონული და ელექტრონული ტენდერების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სახელმწიფო შესყიდვების დადგენილი წესის მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულებების და შეთანხმებების წარმოება;
- დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
საფინანსო-ეკონომიკური
საკონკურსო თემატიკა:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
„შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავი;
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
აფხაზეთის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“
დებულების დამტკიცების შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 17 ივნისის №19 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ვაჟ-ფშაველას 16, მე-7 სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
597141555
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე შერვაშიძე
დამატებითი მოთხოვნები:
შესყიდვების ან/და საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
- კანდიდატმა ჩემი რეზიუმეს შესაბამის ველში დამატებით უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) „სამოტივაციო წერილის“ ბლოკში სამოტივაციო წერილი.
- კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება ატვირთული მითითებული დოკუმენტაცია.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით.
კონკურსის ეტაპები:
ა) I ეტაპი გულისხმობს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) II ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრებისა საფუძველზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისია გადაწყვეტილებას იღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
