ადმინისტრაციული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- ეკონომიკის ან/და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემაში სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო საგამოცდო პროცესების წარმართვას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ორგანიზებას უწევს და ატარებს ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და სხვა გამოცდებს/ტესტირებებს.
კატეგორია:
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;
ბ) ხაზინის ელექტრონულ სისტემაში (etreasury.ge) ვალდებულებების, პირველადი დოკუმენტების, ინვოისების, მოთხოვნების, კონვერტაციების, სახელფასო უწყისებისა და არასახელფასო პაკეტების რეგისტრაციაში მონაწილეობა;
გ) სახელფასო უწყისების მომზადება და ხელფასის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება;
დ) საბუღალტრო პროგრამაში პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე სამივლინებო თანხების დარიცხვა, მოწოდებული უწყისების საფუძველზე შრომის ანაზღაურების დარიცხვა, ასევე, საგამომცემლო ანგარიშების კონტროლი და შედარება, დაბეჭდილი პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლა და საგამომცემლო ოპერაციებთან დაკავშირებული საბუღალტრო გატარებების პროგრამულად წარმოება;
ე) წლიური ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენაში მონაწილეობა;
ვ) ცენტრის დირექტორის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, ფინანსურ და არაფინანსურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების (ძირითადი საშუალებების), მატერიალური მარაგების ნაშთების გამოყვანა, ფაქტიური აღწერისა და ბუღალტრული მონაცემების შედარება, შედეგების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
ზ) ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ნაშთების გამოყვანა და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ შედარების აქტების შედგენაში მონაწილეობა;
თ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში (RS.GE) სასაქონლო ზედნადების, ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის მიღებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;
ი) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში (RS.GE) ცენტრში პირთა დასაქმებისა და გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა;
კ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით ინფორმაციის მოძიებასა და მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) ცენტრის დირექტორის, ზედამხედველი დირექტორის მოადგილის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ეკონომიკა
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
ე) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
ვ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება;
ზ) „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანება;
თ) „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანება;
ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანება;
კ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება;
ლ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შინაგანაწესი;
მ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმისწარმოების ინსტრუქცია.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის №9
საკონტაქტო ტელეფონები:
2 473333 (შიდა 7414)
საკონტაქტო პირი:
მადონა ითაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია ეკონომიკის ან/და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა სახელმწიფო ენის ცოდნა;
- კომპეტენციები/უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპლექსური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით);
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა);
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორი (სახელი და გვარი, სამუშაო პოზიცია და საკონტაქტო ტელეფონი);
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. № 9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოეთხოვება მამაკაცებს 17-დან 27 წლამდე).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
