ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) შემოსული კორესპონდენციის დამუშავება - მიღება/გატარება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა, გადაგზავნა და შესაბამისი მატერიალური სახის დოკუმენტების (დედნები, დანართები და სხვა) შესაბამის პასუხისმგებელი პირ(ებ)ისათვის გადაცემა);
გ) ფოსტით გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრის წარმოება;
დ) საარქივო საქმის წარმოება (შესაბამისი კორესპონდენციის არქივში გადასაცემად მომზადება);
ე) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეპროგრამების ელექტრონულ პროგრამებში ადმინისტრირება.
ვ) ცენტრალური აპარატის დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
პროფესია:
ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებები ან/და საჯარო მმართველობა
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება";
დ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქმისწარმოების ერთიანი წესები“;
ე) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N640 დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
- მოქალაქეებთან კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
- კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების ველში უნდა ასახოს ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
