ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- მართვის მოწმობა (B კატეგორია/მექანიკა)
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა.
სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატების მოზიდვა და მათი დასაქმება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით.
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
-სააგენტოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება;
-სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების კონტროლი, ზედამხედველობა და ინსპექტირება;
-სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ ტექნიკურ მომსახურებაზე კონტროლი;
- ავტომობილების ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფა და დაფიქსირებული ხარვეზების დროულ აღმოფხვრაზე შესაბამისი კონტროლი;
-ავტოტრანსპორტის პარკირების ვადების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) კონტროლი;
-მოხსენებითი ბარათების და სამსახურებრივი ბარათების მომზადება და საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (eDocument) ატვირთვა;
-ხელმძღვანელობის მიერ მასზედ დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ბიზნესი და ადმინისტრირება და/ან ინჟინერია და საინჟინრო საქმე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 თებერვლის N121 დადგენილება ,,სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.N150
საკონტაქტო ტელეფონები:
550 000 189
საკონტაქტო პირი:
სალომე ჩხაიძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: მართვის მოწმობა (B კატეგორია/მექანიკა);
სასურველი კომპეტენციები და უნარები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კომუნიკაბელურობა;
დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
ორგანიზებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დროის მართვა და განაწილება
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა - საქმიანობის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით, არსებობის შემთხვევაში, შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- მართვის მოწმობა.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა (დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება);
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https:/nea.gov.ge/;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
