ადმინისტრაციული დეპარტამენტის ქონების მართვისა და ლოჯისტიკის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ქონების მართვისა და ლოჯისტიკის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
ქონების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მონაწილეობს სააგენტოს სახელმწიფო ქონების, მატერიალური ფასეულობებისა და სასაწყობო მეურნეობის მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის პროცესების განხორციელებაში;
ბ) მონაწილეობს ქონების ინვენტარიზაციის, აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში;
გ) მონაწილეობს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალური რესურსებით მომარაგების პროცესებში;
დ) მონაწილეობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საწვავისა და სხვა მატერიალური რესურსების აღრიცხვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაში;
ე) ამზადებს კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციას, ანგარიშებსა და სხვა სამუშაო დოკუმენტებს;
ვ) მონაწილეობს სახანძრო უსაფრთხოების, ასევე საგანგებო სიტუაციებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებების განხორციელებაში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
577662200
საკონტაქტო პირი:
რუსუდან ხოდელი - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ბიზნესის ადმინისტრირება და/ან მენეჯმენტი და/ან საჯარო მმართველობა და/ან სამართალი და/ან ეკონომიკა და/ან ფინანსები და/ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
სამეურნეო საქმის ან/და ქონების მართვის ან/და ინვენტარიზაციის ან/და საწყობის მართვის ან/და ლოჯისტიკის მიმართულებით – 1 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
