ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
26.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს მონაწილეობას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში;
- კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
- ახორციელებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე, უშუალოდ სააგენტოს მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ან/და ვიზირებას;
- დამოუკიდებლად ან სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამინისტროში წარდგენას ან /და კოორდინაციას;
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ მხარდაჭერას;
- ახორციელებს სააგენტოს წარმომადგენლობას სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვას ან/და მათ განხილვაში მონაწილეობას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
- უზრუნველყოფს სააგენტოს სახელით დასადები სხვადასხვა სახის ხელშეკრულების პროექტების მომზადებას ან/და სამართლებრივ ექსპერტიზას;
- სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ და სააგენტოსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს, რომლის მხარესაც წარმოადგენს სააგენტო;
- ახორციელებს იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, რომლებიც დადებულია სააგენტოს სახელით;
- ასრულებს სააგენტოს დირექტორის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის 144
საკონტაქტო ტელეფონები:
0322510011 (16 11) (16 10)
საკონტაქტო პირი:
ნინო ჩინჩალაძე / სალომე ჭიჭინაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).
- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია მიუთითოს ერთი ან ერთზე მეტი რეკომენდატორი და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;
- კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
