ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 160 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქპატენტი განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.
საქპატენტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მომხმარებლებსა და განმცხადებლებს, რომელთაც სურთ თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, მიეწოდოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება. ცხადია, ეს ამოცანა მიიღწევა უწყების პერსონალის საქმისადმი თავდადებისა და დაუღალავი შრომის მეშვეობით.
საქპატენტი ზრუნავს კომფორტული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა კეთილდღეობას, თანამშრომლობასა და ინოვაციური მუშაობის სტილს.
უწყებისთვის კომპეტენტური და მოტივირებული კადრების შენარჩუნებასთან ერთად, პრიორიტეტულია ახალი თაობის პროფესიონალების მოზიდვა და მათი მხარდაჭერა.
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
07.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- საქპატენტის საშტატო განრიგის წარმოება, თანამშრომლების დანიშვნა/გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მივლინების, ხელშეკრულებების გაგრძელების და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ბრძანების პროექტების მომზადება;
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, საკადრო ხის შექმნა და მართვა;
- სამუშაოს აღწერისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ტაბელების შემოწმება, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში ანალიზი და დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვის უზრუნველყოდა;
- თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავება/დანერგვა/ მონიტორინგისა და სისტემის შედეგების შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
- შეფასების სისტემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- შეფასების სისტემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება;
- თანამშრომელთა მოტივაციის სისტემების შემუშავება/დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული მონაცემების ანალიზი, დამუშავება და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
- თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროცესის კოორდინაცია;
- საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით თანამშრომლებისათვის საერთო ინფორმაციის გაცნობა;
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით;
- კონკურსის გამოცხადებისა და მიმდინარეობის პროცესის ადმინისტრირება (მათ შორის, განაცხადის მომზადება, კონკურსის ეტაპების დაგეგმვა/ორგანიზება და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების მომზადება);
- შერჩეულ კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებული საქმისწარმოება;
- საქპატენტში ახლად დანიშნული თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის კოორდინაცია;
- თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის პროცესის კოორდინაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა საქპატენტის თანამშრომლებისა და მოქალაქეებისათვის;
- საქპატენტის თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება (მატერიალური და ელექტრონული);
- საქპატენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის ან/და ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნეობა/სოციალური მეცნიერებები/ ბიზნესის ადმინისტრირება/ჰუმანიტარული
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს საპატენტო კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის დადგენილება №204 „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №181 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. #5
საკონტაქტო ტელეფონები:
577111685
საკონტაქტო პირი:
ნანა პაპავა
დამატებითი მოთხოვნები:
- 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში.
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- წერილების, ანგარიშების მომზადების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს საქპატენტის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − 2) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
- ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა – 5).
- აღნიშნულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს, ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
