ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი
- ანაზღაურება
- 1 200–1 600 ₾
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
სრული აღწერა
ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი (დისტანციური)
კომპანიის საქმიანობა: მოდური აქსესუარების საცალო გაყიდვები
უშუალო ხელმძღვანელი: კომპანიის დამფუძნებელი
სამუშაო ფორმატი: კვირაში 5 დღე, 30 საათი კვირაში; დისტანციური სამუშაო და თბილისში არსებულ 3 სავაჭრო ობიექტზე საჭიროებისამებრ ვიზიტები.
პოზიციის მიზანი:
კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია, მიმდინარე საკითხების მოგვარება, დავალებების დროულად შესრულება და დამფუძნებლის ადმინისტრაციული დატვირთვის შემცირება.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ადმინისტრაციული საქმიანობა:
- ფორმების, განაცხადების, წერილებისა და დოკუმენტების მომზადება და შევსება.
- ადმინისტრაციული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება, დროული რეაგირება
- სავაჭრო ობიექტების საოპერაციო მხარდაჭერა:
- ობიექტებიდან შემოსული მიმდინარე საკითხების მიღება და მოგვარების ორგანიზება.
- ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.
- საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტები.
- საოპერაციო პრობლემების სტატუსისა და მოგვარების ვადების კონტროლი.
- ბრენდული და ვიზუალური მასალების ადმინისტრირება:
- ლოგოების, ფოტოების, პროდუქციის აღწერებისა და სხვა ფაილების ორგანიზება.
- სავაჭრო ცენტრებისთვის და პარტნიორებისთვის საჭირო მასალების მიწოდება.
- მარტივი ვიზუალური მასალების მომზადება ან კორექტირება, არსებული უნარების ფარგლებში.
- მარკეტფლეისების ადმინისტრირება:
- პროდუქციის ბარათების შექმნა და განახლება.
- ფოტოების, აღწერებისა და მახასიათებლების ატვირთვა.
- პროდუქციის ინფორმაციის სიზუსტისა და სრულყოფილების შემოწმება.
- კატალოგის განახლების პროცესის კოორდინაცია.
- დავალებებისა და ინფორმაციის მართვა:
- მიმდინარე დავალებების ერთიან სისტემაში აღრიცხვა.
- პრიორიტეტებისა და შესრულების ვადების კონტროლი.
- საჭირო ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
- ხელმძღვანელისთვის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების მოკლე ანგარიშის მომზადება.
აუცილებელი კომპეტენციები:
- საქმიანი კომუნიკაციის უნარი.
- Excel-ის პრაქტიკული ცოდნა.
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე.
- ციფრული ინსტრუმენტების სწრაფად ათვისების უნარი.
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება.
- დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრისა და რამდენიმე დავალების მართვის უნარი.
სასურველი კომპეტენციები (არასავალდებულო):
- ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საერთაშორისო პროექტში/ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
- მარკეტფლეისებთან მუშაობის გამოცდილება.
- Canva-ს ან მსგავსი ვიზუალური ინსტრუმენტების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200-1600 ლარი. ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და დამატებითი კომპეტენციების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე vcjgeorgia@gmail.com
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრებისთვის დაკავშირება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
