ადმინისტრაციული ასისტენტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში, ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიცია გვაქვს აქტიური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- შიდა სტანდარტების გაუმჯობესების პროცესის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
- შიდა სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებების აღრიცხვა, ტექნიკური დამუშავება და შესაბამის ფორმატში მომზადება;
- შიდა სტანდარტების შეფასების სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა — შაბლონების განახლება, შემსრულებელთან წინასწარი კოორდინაცია და მათი სწორად გამოყენების კონტროლი;
- განხორციელებული შეფასებების საფუძველზე ანალიტიკური პრეზენტაციების მომზადება MS PowerPoint-ის გამოყენებით;
- სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების დახარისხება და სტრუქტურირება MS Excel-ის ფორმატში;
- Excel-ის ცხრილებში მონაცემების განახლება, შედარება და ფილტრაცია;
- გუნდისთვის სტანდარტული რეპორტების მომზადება;
- მონიტორინგის განყოფილების ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მონაცემების დამუშავებისა და სტრუქტურირების უნარი;
- MS Excel-ისა და MS PowerPoint-ის კარგად გამოყენების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება;
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ისა და MS PowerPoint-ის კარგი ცოდნა;
- ადმინისტრაციული ან მონაცემებთან მუშაობის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადმინისტრაციული ასისტენტი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

