ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე
- ანაზღაურება
- 5 600 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს უზენაესი სასამართლო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) განსახილველი საქმის მასალების გაცნობა და მოსამართლის დავალების შემთხვევაში, საქმის ფაბულის მოსამართლისათვის წარდგენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული საჩივრების/განცხადებების დასაშვებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მოსამართლისთვის მოხსენება;
გ) საპროცესო დოკუმენტების პროექტების მომზადება და მოსამართლისათვის წარდგენა;
დ) საჭიროებისამებრ ნორმატიულ მასალის, სათანადო სამართლებრივ ლიტერატურისა და სასამართლო პრაქტიკის მოიძიება;
ე) განსაზღვრულ ვადაში განჩინებების/გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ვ) მოსამართლის დავალების შემთხვევაში, შემოსულ განცხადებებზე, შუამდგომლობებსა და მომართვებზე პასუხის დროული მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში სხდომის მდივნის მოვალეობის შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სასამართლო სხდომის ოქმის შედგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორცილება;ი) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება 1/310
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი ზუბალაშვილებისქ.6
საკონტაქტო ტელეფონები:
2 99 02 86
საკონტაქტო პირი:
შორენა კობახიძე
დამატებითი მოთხოვნები:
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური სასწავლო კურსის გავლა ან მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი ან იურიდიულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების (საქართველოს უზენაესი სასამართლოს) მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge)
ჩემი რეზიუმეს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტის ასლი/ცნობა;
- არსებობის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, არასრულად ექნება მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა); საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე.
კანდიდატის შეფასება მოიცავს გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან
კანდიდატებს ნებისმიერი (დადებითი/უარყოფითი პასუხი) ინფორმაცია ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
კონკურსანტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება გასაუბრების აუდიოჩაწერა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
