ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
თბილისის საქალაქო სასამართლო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- საქმის მომზადება სასამართლო სხდომაზე განსახილველად;
- სასამართლო პროცესის მონაწილეებისათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინება;
- საპროცესო დოკუმენტების ასლების მომზადება და მათი სამართალწარმოების მონაწილეებისათვის გადაცემა;
- სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების დარეგისტრირება ელექტრონულ პროგრამაში;
- სასამართლო სხდომათა გრაფიკების მომზადება;
- დამოწმებული უწყებების სასამართლოში დაბრუნებაზე კონტროლი და ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზის გადაცემა მოსამართლისათვის;
- სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემების შეტანა საქმის განხილვის ფორმულარში და სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათზე დართვის მიზნით კანცელარიისათვის გადაცემა;
- სასამართლო სხდომის ოქმების წარმოება;
- დამთავრებული საქმეების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოს კანცელარიისათვის ჩაბარება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ზ) ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
ი) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64
საკონტაქტო ტელეფონები:
577 923 323; 595 02 5555; 251 03 00 (7708)
დამატებითი მოთხოვნები:
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა:
საჯარო მოხელე მესამე ან მეორე რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება შეკითხვების სახით.
„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- იურიდიულ სფეროში არანაკლებ 1 (ერთი) წლის მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი.
- დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის (მოქმედი) პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
„ჩემი რეზიუმე"-ს ,,რეკომენდატორები"-ს ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი, საქმიანობის სფერო და საკონტაქტო ინფორმაცია.
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე.
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით ან/და მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიო/ვიდეოჩაწერა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
