ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
- ანაზღაურება
- 1 770 ₾
- ქალაქი
- დედოფლისწყარო
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
კონკურსის ტიპი:
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერისადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
მერია შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულებისგან – მერიის სამსახურებისგან რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები – სამსახურის განყოფილებები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია- მერიის სამსახური. მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულია -მერიის სამსახურის განყოფილება.
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1770 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დედოფლისწყარო
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მერიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვის უზრუნველყოფაზე დახმარება;
- შეხვედრებისა და სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობის ვიდეო და აუდიო მასალების დამუშავებაში ტექნიკური დახმარება;
- სოციალური მედიის მონიტორინგზე დახმარება;
- ღონისძიებების პროექტების საინფორმაციო დიზაინის შექმნაში კონსულტაციის გაწევა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია
-საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
-საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
-საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. დედოფლისწყარო მ. კოსტავას ქუჩა N44
საკონტაქტო ტელეფონები:
599 85 59 00
საკონტაქტო პირი:
მარინა შეითნიშვილი
დამატებითი ინფორმაცია:
- გამარტივებული კონკურსი ცხადდება შრომითი ხელშეკრულებით მიღების მიზნით;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი, უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- ინფორმაცია კონკურსის ეტაპების შესახებ, გასაუბრების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონულად მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ. ფოსტის მეშვეობით ან წერილობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას ღებულობს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
