ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სამართლებრივი საკითხების ანალიზი, სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სრულფასოვანი სამართლებრივი მომზადება, მათი ანალიზი და შეფასება.
- ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, ადმინისტრაციული წარმოებების განხორციელება.
- მინდობილობის საფუძველზე სასამართლო პროცესებში მერიის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობა.
- სარჩელების, განცხადებების, შუამდგომლობების, საჩივრების და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება.
- ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა.
- საკრებულოს და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული აქტების კანონიერების, სიზუსტისა და პროცედურული შესაბამისობის შემოწმება.
- უზრუნველყოფს შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადებას და წარდგენას ადმინისტრაციის უფროსისთვის.
- ხელშეკრულებების პროექტების მომზადებასა და მათი პირობების სამართლებრივ შეფასებაში მონაწილეობა.
- სტატისტიკური მონაცემების სისტემატური აღრიცხვა და დოკუმენტირება ადმინისტრაციული და სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად.
- სამსახურეობრივი კომპეტენციის ფარგლებში პროფესიული კონსულტაციების მიწოდება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
- შიდა ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის, დოკუმენტაციის და კომუნიკაციის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.
- შიდა და გარე კორესპონდენციის მომზადება და წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი სამართლებრივი ნორმებისა და უწყებათაშორისი პრაქტიკის გათვალისწინებით.
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და მისი დამუშავება მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.
- ახსნა-განმარტებითი ბარათების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პროცედურებისა და სამართლებრივი სტანდარტების დაცვით.
- დოკუმენტაციის აღრიცხვა, არქივირება და მართვის პროცესების უზრუნველყოფა.
- ადმინისტრაციის და განყოფილების ხელმძღვანელთა დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას, აღრიცხვასა და დამუშავება მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში.
- მონაცემთა, პროგრამულ სიახლეებსა და სამოქალაქო ინფორმაციის კონტენტის მომზადება და გადაცემა განყოფილების და ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურისთვის, რათა უზრუნველყონ საჯარო და ელექტრონულ პლატფორმებში სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნება.
- მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებებისა და შესაბამის სამართლებრივი აქტების ფარგლებში განყოფილების ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’;
ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავს ქ. N1
საკონტაქტო ტელეფონები:
551 26 26 73; 595 96 96 21
საკონტაქტო პირი:
ხათუნა სურგულაძე; რუსუდან გიორგაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) იურიდიულ სფეროში ან სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ბ) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
გ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
თ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
ი)გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) - ,,ჩემი რეზიუმეში“- კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა)„განათლების“ ბლოკში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დასკანერებული;
ბ)„სამოტივაციო წერილის“ ბლოკში - სამოტივაციო წერილი;
გ)„რეკომენდატორების“ ბლოკში - ერთი რეკომენდაცია მაინც სამუშაო ადგილიდან (მიმდინარე ან წინა) რეკომენდატორის მიერ ხელმოწერით დადასტურებული;
დ) "სამუშაო გამოცდილების " ბლოკში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი;
- საკონკურსო განაცხადი (შემდეგში კონკურსი) გამოქვეყნდეს ოქმის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატის მიერ განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონულად მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით, კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- კანდიდატის შეფასება განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
ა)განცხადებების გადარჩევა (რომლის მიხედვითაც კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას გააგრძელებენ და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებ(ებ)ის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)გასაუბრება.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოსაცხადებელი შიდა და ღია კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განცხადებების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
- კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
- გასაუბრებაზე კანდიდატები კომისიის წევრების მხრიდან ფასდებიან დამოუკიდებლად;
- გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
