ადმინისტრატორი/რეცეფციის თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 300–1 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 7 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე
სრული აღწერა
"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.
"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის (რეცეფციის თანამშრომელი) პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე
ანაზღაურება: 1300₾-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა
- სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
- სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენთან დაგხვდებათ:
- მზარდი ანაზღაურება
- სამედიცინო დაზღვევა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.
შპს "ჭრელი აბანო" (ს/ნ: 204543299; შემდგომ - კომპანია) პატივს სცემს და იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ამდენად, იღებს ვალდებულებას, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით.
კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, გაცნობებთ, რომ განაცხადის შევსებისას თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებას ექვემდებარება თქვენ მიერ მოწოდებული და შერჩევის პროცესში მიღებული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, შესაძლოა იყოს: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, რეზიუმე (CV), განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, გასაუბრების შედეგები/შეფასებები და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის შესაბამისობის დადგენისთვის.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად), "ი" (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად) და "კ" (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად) ქვეპუნქტები.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს კომპანია შეინახავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის პროცესის დასრულებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვა აუცილებელია კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, შერჩევის პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენის, განხორციელების, დაცვის ან/და სამართლებრივი დავის წარმოების მიზნით. ასეთ შემთხვევაში მონაცემები შეინახება მხოლოდ შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესის არსებობისა და მისი რეალიზებისთვის აუცილებელი ვადით.
გაცნობებთ, რომ კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად და იღებს სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემათ მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება, მონაცემთა დამუშავების, შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება, მონაცემთა დაბლოკვის უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება, გასაჩივრების უფლება) გარანტირებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
