კერძო განცხადება
სილამაზეადმინისტრატორი პრემიუმ კლასის სილამაზის სალონში
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ანაზღაურება
- 1 700 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 3 წლამდე
სრული აღწერა
პრემიუმ კლასის სილამაზის სალონი DEO იწვევს გუნდში ადმინისტრატორს, რომელიც იზიარებს მომსახურების მაღალ სტანდარტებს და თითოეული სტუმრისთვის ქმნის კომფორტულ, სასიამოვნო და პროფესიონალურ გარემოს.
📍 მისამართი: თბილისი, თაქთაქიშვილის ქუჩა №10
🕒 სამუშაო გრაფიკი: 09:30–20:00
💰 ანაზღაურება: 1700 ლარი
ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ ადმინისტრატორს, არამედ DEO-ს სახეს — ადამიანს, რომელიც ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, ზრუნავს თითოეულ სტუმარზე და უზრუნველყოფს მომსახურების უმაღლეს სტანდარტს.
📩 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: deotbilisi.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".
მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
- კლიენტებისთვის სალონის მომსახურებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- კლიენტების ჩაწერის ორგანიზება და ვიზიტების გრაფიკის მართვა.
- შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება.
- ოსტატების სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია და მომსახურების პროცესის კონტროლი.
- კლიენტთა ბაზისა და შიდა დოკუმენტაციის წარმოება.
- კლიენტების მოთხოვნებსა და სხვადასხვა სიტუაციაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
- მისაღები სივრცის მოწესრიგებისა და სალონის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.
მოთხოვნები:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა.
- რუსული ენის კარგი ცოდნა.
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, რაც კლიენტებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.
- სასიამოვნო, მოვლილი და პრეზენტაბელური გარეგნობა.
- გამართული მეტყველება და განვითარებული კომუნიკაციის უნარები.
- მაღალი კომუნიკაციური კულტურა, თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
- სწრაფი აზროვნება, ოპერატიულობა და არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.
- ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
- პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
- პრემიუმ კლასის სილამაზის სალონში, სასტუმროში ან მაღალი დონის მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
- დასაქმებას პრემიუმ კლასის სილამაზის სალონში.
- სტაბილურ ანაზღაურებას — 1700 ლარს (ხელზე მისაღები).
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- სილამაზის სალონი, სპა
- სტაჟირება
- დიახ
- ანაზღაურების პირობები
- 💰 ანაზღაურება: 1700 ლარი სტაბილურ ანაზღაურებას — 1700 ლარს (ხელზე მისაღები).
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
