სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტიადმინისტრატორი
სრული აღწერა
27-03-2026 - 31-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.
კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.
“მაგნიტი” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე, თბილისში.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- გეგმის შესრულების ბონუსი;
- სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი;
- Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების და ფასმაჩვენებლების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის რეალიზაციის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების ოპერაციების წარმოება;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
- სალარო ოპერაციების მართვა და კონტროლი;
- უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციების დაცვა.
რას მოველით შენგან:
- საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და თვითგანვითარების მაღალი მოტივაცია;
- გუნდის ეფექტიანი მართვა, მოტივირება და განვითარება;
- საოპერაციო სტანდარტების დაცვა და შედეგებზე მაღალი პასუხისმგებლობა.
ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დეილი ჯგუფი" არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ "შივერ გრუპთან" პარტნიორობით, მართავს Bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
ჰოლდინგის პორტფოლიოს მრავალფეროვნება თანამშრომლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაიზარდონ პროფესიულად ჰოლდინგის მასშტაბით.
"დეილი ჯგუფის" ხედვაა რითეილის მომავლის შექმნა, რაც ნიშნავს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ისეთი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს.
მენეჯმენტის მიდგომა აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდობა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა SPAR, Heineken და Tempo.
"დეილი ჯგუფს" მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ პროცესის მთავარი ძალაა და შვილობილ ბრენდებთან ერთად უზრუნველყოფს მართვის მაღალ სტანდარტს, ოპერაციულ სინერგიასა და სტაბილურ განვითარებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.
"დეილი ჯგუფში" ჩვენ ვქმნით გამორჩეულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის თითოეული წევრის პროფესიული ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
