ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- ანაზღაურება
- 500 ₾
- მისამართი
- ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №25
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ყოველ მესამე დღეს · 10:00-დან მეორე დღის 10:00 საათამდე
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს · სასტუმროს სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
სრული აღწერა
Park Hotel Imeri აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა და რეგისტრაცია (Check-in / Check-out);
- სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრების მოთხოვნებისა და საჭიროებების დროული მომსახურება;
- Booking.com-ისა და სხვა დაჯავშნის პლატფორმებთან მუშაობა;
- ჯავშნების მიღება, მართვა და კონტროლი;
- სატელეფონო ზარებისა და ონლაინ შეტყობინებების პასუხის გაცემა;
- სტუმრების პრობლემებისა და საკითხების ოპერატიულად მოგვარება;
- სასტუმროს შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასტუმროს ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი;
- ქართული ენის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- სასტუმროს სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სამუშაო პროცესში საჭირო უნარებისა და ცოდნის ათვისებაში მხარდაჭერას.
- თუ ამ სფეროში გამოცდილება არ გაქვთ, ეს პრობლემა არ არის. ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ დაეუფლოთ სასტუმროს ადმინისტრირების სფეროს, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიულად განვითარდეთ.
ჩვენი სასტუმრო შეიძლება გახდეს კარგი ტრამპლინი თქვენი შემდგომი კარიერული განვითარებისთვის სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში.
თუ ხართ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური, მოტივირებული და გაქვთ სწავლისა და განვითარების სურვილი — გელოდებით Park Hotel Imeri-ის გუნდში.
სამუშაო პირობები და საკონტაქტო ინფორმაცია
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს
სამუშაო საათები: 10:00-დან მეორე დღის 10:00 საათამდე
ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №25
სასტუმრო: Park Hotel Imeri
საკონტაქტო პირი: გიორგი — მენეჯერი
ტელეფონი: +995595049555
CV-ის გამოგზავნა: parkhotelimeri@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 500
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ინგლისური,რუსული,ქართული
- ენები
- ინგლისური, რუსული, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
