ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- ანაზღაურება
- 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, პეკინის ქუჩა No27
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-18:00, ორშ–პარ
სრული აღწერა
"ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები:
- დამკვეთისგან შეკვეთის მიღება;
- შეკვეთის მონაცემების ბაზაში შეყვანა;
- შეკვეთის შესაბამის მთარგმნელთან გადაგზავნა;
- კურიერთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია;
- მომზადებული დოკუმენტის დამკვეთისთვის ჩაბარება;
- საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების დასკანერება და ქსეროქსის გადაღება;
- დამკვეთებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- შეკვეთის პროცესის კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულოა
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორივე ენა — ინგლისური და რუსული.
რომელიმე ერთი ენის არცოდნის შემთხვევაში კანდიდატი ვაკანსიისთვის არ განიხილება.
ორივე ენის ცოდნა უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომ კანდიდატს შეეძლოს:
- დამკვეთთან თავისუფალი და მარტივი კომუნიკაცია;
- კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობა;
- იურიდიული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტერმინების გაგება;
- აღნიშნული ტერმინების დამკვეთისთვის მარტივად და გასაგებად ახსნა;
- დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიწოდება.
უნარ-ჩვევები:
- ხელის სისწრაფე და სწრაფად მუშაობის უნარი;
- სხარტი აზროვნება;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დამკვეთთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობის დამყარების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი.
ანაზღაურება: 1-თვიანი სტაჟირება — ანაზღაურებადი, 500 ლარი.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ:
- მე-2 და მე-3 თვე: 750 ლარი;
- მე-4 და მე-5 თვე: 800 ლარი;
- მე-6 თვიდან: 1000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი:
- 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი
- შაბათ-კვირა — დასვენების დღეები.
მისამართი: თბილისი, პეკინის ქუჩა №27
საკონტაქტო ინფორმაცია:
555 805 000
chaklov100@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
