ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
ტაქსოპარკი "ლოტუსი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია და საკითხების დროული მოგვარება.
ძირითადი მოვალეობები:
- მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაო საკითხებში დახმარება;
- სამუშაო პროცესების კოორდინაცია კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან;
- მძღოლებისთვის კომპანიის წესებისა და სიახლეების გაცნობა;
- სამუშაო განრიგისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
- მიმდინარე საკითხების აღრიცხვა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- მონაცემებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება, ყოველდღიური ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
- კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის, ცოდნა;
- რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრობლემურ სიტუაციებში მშვიდი და საქმიანი მოქმედება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ადმინისტრაციულ ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
- შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;
- კვირა: დასვენება;
- ანაზღაურება: 1800 ლარი ხელზე ასაღები, ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე: business-support@ltdlottus.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ადმინისტრატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
